უკრაინის დაზვერვა - რუსული დიდი სადესანტო გემი საზღვაო დრონების წარმატებული შეტევის შედეგად განადგურდა

შავ ზღვაში უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული დიდი სადესანტო ხომალდი "ცეზარ კუნიკოვი“, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებთან ერთად გაანადგურეს ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი "ცეზარ კუნიკოვი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით,  დრონებით თავდასხმის დროს რუსული სადესანტო ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო გემი უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით Magura V5 გაანადგურეს.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. მათივე მტკიცებით, სულ ცხრა "უკრაინული“ დრონი ჩამოაგდეს - აქედან ორი ბელგოროდის ოლქში, ერთი - ვორონეჟის ოლქში და ექვსი შავი ზღვის თავზე.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შავ ზღვაში რუსულ დიდ სადესანტო გემზე თავდასხმა განახორციელა. ყირიმში აფეთქებები ალუპკას მახლობლად ექვსი საათის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გემზე განგაში გაისმა, რის შემდეგაც აფეთქებები დაიწყო. ინტერნეტში ზღვაში კვამლის შესაბამისი კადრები გავრცელდა.

უახლესი ამბები