ბექა ვაჭარაძე - ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ ნაბადას უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები.

ნაბადას უბანში, ე.წ. შტაბის დასახლებაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: არზიანის, ჯიქიას და ელადას ქუჩებზე  ჩატარდა ასფალტირების სამუშაოები; გადაიხურა  მრავალბინიანი სახლების სახურავები შემდეგ მისამართებზე:  ჯიქიას N 1, ჯიქიას N 5, ჯიქიასN N 7, ჯიქიას 9, არზიანის N 11,  ბარბაქაძის N 2, არზიანის N 8, სამეგრელოს N 16, სამეგრელოს N 30, ელადას N 21; სევასტოპოლის N 2 კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური  სამუშაოები  სარსანიას ქუჩაზე და N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა ეზოების კეთილმოწყობა.

"ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. შესაბამისად მსგავსი სახის  შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები