სამთო მომზადების სკოლამ 18 წლის იუბილე აღნიშნა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით მიმართვისას, მათ სკოლის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე სკოლის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

საიუბილეო ღონისძიებაზე "სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამის“ დასრულებაც აღინიშნა. კურსი სამი კვირის განმავლობაში დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.

სამთო მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.