დავით მათიკაშვილი - ეს არის მახინჯი მცდელობა დაყოფის შედეგად მარტივად შეძლონ პატარ-პატარა ჯგუფებად გადაპარვა

კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ნიკანორ მელია, ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, ეს არის ერთი დიდი კლასტერი, რომელიც რა თქმა უნდა არის სააკაშვილის კლასტერი თავიდან ბოლომდე და არის მახინჯი მცდელობა დაყოფის შედეგად მარტივად შეძლონ პატარ-პატარა ჯგუფებად გადაპარვა, საარჩევნო ბარიერის გადალახვა და შემდგომ იქ კოალიციის შექმნა, რაც არის აბსურდი.  დღეს მათ, არც ხვალ და ზეგ მით უმეტეს, როცა არჩევნები მოახლოებული იქნება არანაირი შანსი არ ექნებათ ამის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს სალომე ზურაბიშვილისგან  შექმნან მიზიდულობის ცენტრი და ამით შექმნან ილუზია, რომ არის გარკვეული ძალა, რომელიც არ არის „ნაციონალურ მოძრობასთან“ დაკავშირებული.

"სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ ის მისი საქციელით თუკი გადადგამს ამ ნაბიჯს და გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და მთლიანად უკვე არსებითად გადაინაცვლებს ოპოზიციაში, რა თქმა უნდა ეს იქნება მცდელობა იმის, რომ გალიდერებით შექმნან ილუზია, რომ თითქოს არის გარკვეული ძალა, რომლის სათავეში დგას სალომე ზურაბიშვილი, თუ ვინმე კიდე სხვა, რომელიც არ არის „ნაციონალურ მოძრობასთან“ დაკავშირებული. ეს არის ტყუილი და აქ არის მზაკვრული გეგმა იმ ძალებისა, ვისაც აქვთ სურვილი გადააპარონ 5%-იან ბარიერს ცალ-ცალკე დაშლილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“  და შემდგომ პარლამენტში მოხდეს ამ კონსტრუქციის თავიდან აწყობა. „ლეგო“ რომ არის თამაში, რომ შლი პატარ-პატარა ნაწილებად, პატარა ნაწილების გადაპარვას უფრო მოხერხებულად ფიქრობენ რომ შეძლებენ და შემდგომ უნდა მოხდეს ვითომ კოალიციურ ერთობაში ამ ძალების გაერთიანება, რაც არის სრული აბსურდი. 

ნიკა გვარამია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ვინმემ მართლა სერიოზულად დაიჯეროს აი, თუნდაც იმ ნაწილმა ელექტორატმა, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე,  მაგრამ ვთქვათ პირობითად  „ქართულ ოცნებასაც“ არ აძლევს  ხმას. როგორ შეიძლება ყოფილი იდეოლოგი, ყოფილი პროკურორი და ჯალათი დაიჯერო, რომ დღეს ის, რომელიც დღენიადაგ სააკაშვილთან კონტაქტზეა და ზოგადად ესეც რომ არ იყოს, მისი პროპაგანდისტული სულისკვეთება დღემდე არსებული გაქრა? ხომ არ არსებობს ასეთი რაღაცა, ეს არის დაუჯერებელი ფაქტი, ვერავინ ვერავის ვერ მოატყუებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა "იმედის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები