"ეს შეიძლება 5-8 წელიწადში მოხდეს" - პისტორიუსი ევროპასა და ნატოს მოუწოდებს, "ყველაზე უარესი სცენარისთვის" მოემზადონ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რუსეთთან ომის შესაძლებლობაზე საუბრისას, ევროპასა და ნატოს  მოუწოდა, მოემზადონ "ყველაზე უარესი სცენარისთვის".

პისტორიუსის თქმით, მან დანამდვილებით არ იცის, დაესხმება თუ არა რუსეთი ევროკავშირს, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, მოსკოვს ათ წელზე ნაკლები დასჭირდება ამისთვის.

"ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს", - აღნიშნა მან.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ალიანსს სჭირდება ტრანსფორმაცია და დასავლეთი უნდა მოემზადოს იმ ეპოქისთვის, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ყველაფერი, მათ შორის ომის დაწყება.

უახლესი ამბები