ილია მეორე ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"გულითადად გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც ადასტურებს იმ დიდ ნდობას, რომელსაც თქვენი ქვეყნის მოსახლეობა გიცხადებთ და ეს სავსებით კანონზომიერია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გამყარდება პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე.

თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წარმატებას თქვენს საქმიანობაში აზერბაიჯანის სასიკეთოდ“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები