ვლადიმერ ბოჟაძე - სამართლიანობა მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იჯდეს ციხეში და არა ოროთახიან პალატაში

რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია არც მალავს, რომ ავტოკრატიული რეჟიმის შემოქმედი ბელადის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციის მოხდენაა, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

"სამართლიანობა მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იჯდეს ციხეში და არა ოროთახიან პალატაში, ბოლო წამამდე მოიხადოს სასჯელი იმ უმძიმესი დანაშაულებისთვის რაც საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. 2021 წელს მისი არაჟნის კონტეინერით შემოპარვის მიზანი ქვეყანაში არეულობის, ქაოსის და დესტაბილიზაციის შექმნა, სისხლიანი რევოლუციის მოწყობა და შემდეგ ,,მეორე ფრონტის" გახსნა იყო, თუმცა სახელმწიფომ ეს არ დაუშვა და დაიჭირეს. მე-3 წელია ,,კლავენ", ,,აწამებენ", ,,სათანადოდ არ მკურნალობენ", მაგრამ მაინც მოახერხა ათასობით შეხვედრის ჩატარება, სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნება, სასამართლოს სხდომებზე ჩართვა, რეიტინგდაკარგული ,,ნაციონალური მოძრაობის" მართვა და ა.შ. ამ 3 წლის მანძილზე მილიონობით დოლარი, საქართველოში მოპარული ფული დახარჯეს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში, ლობისტების დაქირავებაში, ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციების მომზადებასა და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაში.

მისი გათავისუფლების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ახლა სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ შეწყალებას. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია არც მალავს, რომ ავტოკრატიული რეჟიმის შემოქმედი ბელადის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციის მოხდენაა. ამის შემდგომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთვება და ამ წლების ყველა მონაპოვარი: მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, ევროკავშირთა და ნატოსთან დაახლოება, უბრალოდ დაიკარგება. დიახ, კიდევ ერთხელ საქართველოს ღალატი და ტერიტორიების დაკარგვა არის ამათი მთავარი მიზანი, თუმცა ამას არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს!“- წერს ბოჟაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები