რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

იმავე წელს, საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული რეგიონის ორ ე.წ. სამართალდამცველს – ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს ალიკ ტაბოევს არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.

დასჯილი ამ დრომდე არავინ არის, მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი ცოტა ხნის წინ დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" გახდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები