საქმეზე "რუსთავის მერია ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ“ ხვალ სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს უპრეცედენტო საქმეს - "რუსთავის მერია რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ".

ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საკრებულომ ათეულობით საკითხი ჯერ ბიუროზე, ხოლო შემდეგ სხდომაზე არ გაიტანა. მერიის იურისტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, კომისია როგორ დასკვნას გასცემს ამა თუ იმ საკითხზე, საკითხი განსახილველად აუცილებლად უნდა მოხვდეს საკრებულოს სხდომაზე.

საპირისპირო მოსაზრება აქვს საკრებულოს ხელმძღვანელობას, რომელსაც გახარია - ნაცმოძრაობის კოალიცია მართავს.

"იმედინიუსის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით ხვალ გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები