ბაიდენი - უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობის შედეგები საშინელია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უმოქმედობას საშინელი შედეგები მოჰყვა უკრაინაში, რადგან 60 მილიარდი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას კენჭი არ უყარეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, კონგრესის უმოქმედობის შედეგები უკრაინაში ყოველდღიურად ხდება საშინელი. მე ვესაუბრე ჩვენს G7-ის ზოგიერთ პარტნიორს და ისინი ძალიან შეშფოთებული არიან", - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, კონგრესი ვალდებულია, დაამტკიცოს მთავრობის დაფინანსება, რადგან მისი მუშაობის შეჩერება "მნიშვნელოვნად აზიანებს ეკონომიკას“.

აშშ-ის უკრაინის ახალი დახმარების დაფინანსებას რამდენიმე თვე, ვერ ამტკიცებდა, რაც იარაღის მიწოდებას შეუძლებელს ხდის.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინას 60 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დოკუმენტს მხარი უნდა დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატამ და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს კანონპროექტის კენჭისყრაზე წარდგენას. მას სურს, რომ უკრაინას დახმარება კენჭისყრაზე მიგრანტებისგან ამერიკის საზღვრის დასაცავად დაფინანსებასთან ერთად დადგეს.

დახმარების არარსებობის გამო უკრაინელ სამხედროებს ცოტა ხნის წინ ავდიივკიდან გასვლა მოუწიათ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის ლიდერ ჯო ბაიდენს ესმის, რომ ეს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების შედეგია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები