23 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს

23 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს უკრაინის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი წერს.

პარლამენტის სპიკერებმა ერთობლივ წერილში მოუწოდეს მაიკ ჯონსონს, განსახილველად წარადგინოს სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს.

სპიკერებს შორის არიან გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. წერილი ღიაა ხელმოწერისთვის პარლამენტის სხვა სპიკერებისთვის, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ მას.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fstefanchuk.official%2Fposts%2Fpfbid038GY1ThTaWek3k9naA3U5koYkoaDM6HX1GWeKFW5iXTHtPr59UNzCbZ1Prh1KuZ6Zl&show_text=true&width=500" width="500" height="582" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>