თენგიზ შარმანაშვილი - ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას?

“ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ზურაბიშვილის საქციელი ყველა ზღვარს სცდება და მას პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია.

“ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას? პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია. ყველა ზღვარს სცილდება ამ ქალბატონის საქციელი", - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.

უახლესი ამბები