"ელიტ ტექნოლოჯიმ" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"ელიტ ტექნოლოჯს" და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს "ელიტ ტექნოჯოლის" დირექტორმა შოთა გეთიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პარტნიორის მიერ გამოცხადებულ სტაჟირებაში, პრაქტიკებს და სხვა აქტივობებში, ასევე სტუდენტებს ექნებათ პოტენციური შესაძლებლობა დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიაში.

ამასთან, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას გაუზიაროს საკუთარ სტუდენტებს მათ ხელთ არსებული პარტნიორის ვაკანსიები. თავის მხრივ პარტნიორი იღებს პასუხისმგებლობა უნივერსიტეტს არსებული ვაკანსიები გაუზიაროს.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ერთად დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები