კახა ოქრიაშვილი - მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ ზურაბ აზარაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას

აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაპოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია. მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას, - ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აზარაშვილმა აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას.

"ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს. მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას! აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაპოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში.

არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროს მთავრდება", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დღეს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები