ნიკოლოზ სამხარაძე - სამუშაო პროცესში ჩავრთავთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე "ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ აზრი საინტერესო იქნება.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის სამუშაო ვერსია პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაიწერება და განიხილება.

"ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში.  ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი. სამუშაო ვერსიაც იქნება განხილული და დაწერილი მათთან ერთად, ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. საინტერესოა გავიგოთ ასევე მათი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ ეს ყველაფერი არის ძალიან საწყის ეტაპზე და საწყის ფორმაში და პროცესი გვაჩვენებს, როგორ განვითარდება.  ჯერჯერობით კონკრეტულს  ვერაფერს გეტყვით, როდესაც დაიწყება ამაზე მუშაობა, როდესაც ჩაერთვებიან ამაში პარტიები და იქნება პირველი ვერსია, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები