პაატა მანჯგალაძე - არ ავყვეთ ქოც პროპაგანდას და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს

"ქართულ ოცნებას" არ უნდა საქართველო ევროპაში. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან იმიტაცია, თითქოს რეკომენდაციებს ასრულებენ. არ ავყვეთ ქოც პროპაგანდას და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკა და გაზრდილი ფასებია მთავარი პრობლემა, "ქართული ოცნება" სკამის შენარჩუნებაზე ფიქრობს.

"ქართულ ოცნებას" არ უნდა საქართველო ევროპაში. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან იმიტაცია, თითქოს რეკომენდაციებს ასრულებენ, ამ დროს არ ასრულებენ, იმიტომ, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არის არა ევროკავშირი და იმ პრობლემების მოგვარება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვს, არამედ მათთვის მთავარი ამოცანა არის სკამის შენარჩუნება. 

მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარი სატკივარი დღეს არის ეკონომიკა, 96%-ით გაზრდილი ფასები და ის, რომ ასეთ პირობებში არ აქვთ შესაბამისი ხელფასები, მათ ამის გამო უწევთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება. 

ეს თუ არ შევაჩერეთ და ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გამოვასწორეთ, საქართველო დაიცლება ქართველებისაგან და ყველაფერი გვერდით დაგვრჩება. არ ავყვეთ ქოც პროპაგანდას და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები