უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 415640 (+960) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.03.24-მდე: ტანკები - 6624 (+14), ჯავშანტექნიკა - 12611 (+29), საარტილერიო სისტემები - 10153 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1003 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 696 (+5), თვითმფრინავები - 346 (+1), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 7829 (+35), ფრთოსანი რაკეტები - 1915 (+3).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 25 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 13267 (+61), სპეციალური ტექნიკა - 1617 (+6).