უკრაინის დაზვერვა რუსული გემის "სერგეი კოტოვის" განადგურებას ოფიციალურად ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსული გემის "სერგეი კოტოვის" განადგურება ოფიციალურად დაადასტურა.

"2024 წლის 4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმი "Group 13" თავს დაესხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ "სერგეი კოტოვს“. მისია შესრულდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, "Magura V5" საზღვაო დრონების დარტყმის შედეგად, გემს უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები დაუზიანდა.

"გემის განადგურება მოხდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს. ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია", - აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები