სალომე ზურაბიშვილი - ისლანდია და საქართველო იზიარებენ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას

საქართველოს და ისლანდიის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

"მოხარული ვარ გიმასპინძლოთ საქართველოში. დღეს ისტორიული დღეა, რადგანაც 31 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების განმავლობაში, ქვეყნებს შორის ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ.

პრეზიდენტი იოჰანესონის ვიზიტი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა. პირველ რიგში, ეს არის ის დრო, როცა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ასევე რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ემზადება არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის - გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის.

ეს პერიოდი, ზოგადად, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის [ევროპის] მომავალიც უკრაინაში წყდება, სადაც სასტიკი ომი აგრესიისა და აგრესორის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით უნდა დასრულდეს. დღეს ჩვენ ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანი სოლიდარობაა.

ისლანდია, როგორც ნატოს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციით გამყარებული მიზანი ნატოში ინტეგრაციაა, იზიარებენ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას.

ამ მხრივ განვიხილეთ ალიანსის სტრატეგიაში შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი - ვაშინგტონის სამიტი, რათა ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს.

პრეზიდენტ იოჰანესონთან ერთად ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი სტრატეგიული გამოწვევა. ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში - რასაც რუსეთი პროექტად აცხადებს, აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა, ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ახალ აგრესიულ ნაბიჯებს და შავი ზღვის მიმართ დესტაბილიზაციის ნაბიჯებს წარმოადგენს. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოჰანესონმა სურვილი გამოთქვა, რომ საოკუპაციო ხაზი მოინახულოს და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის უმძიმეს სახესა და შედეგებს.

ასევე, განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობის მრავალფეროვანი ასპექტები, კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებული გლობალური გამოწვევები, რომელიც ჩვენი დროისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს ის სფეროა, სადაც თქვენი გამოცდილების გაზიარება  და ტექნოლოგიების გაცვლა უნდა მოხდეს, რამეთუ თქვენი ქვეყანა ამაში დიდი ხანია ჩართულია.

პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება ფასდაუდებელი საგანძურია, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება. მწვანე და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

პრეზიდენტ იოჰანესონი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტისას საქართველოს და ისლანდიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას შეძლებენ და იმედი მაქვს, რომ კონკრეტულ და ერთობლივ მიზნებს დასახავენ.

ისლანდიას ბუნებრივი კრიზისების მართვაში უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება გააჩნია. მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებითაც გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა. გასულ წელს ჩვენთან ორი დიდი ტრაგედია მოხდა და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია, ამ დარგში ჩვენი სწრაფი რეაგირება იყოს სხვაგვარად მოფიქრებული. ამ მიმართულებით ჩვენი ყველა ახლო პარტნიორის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, ორ ხალხსა და ქვეყანას შორის ამ მიმართულებით მოვნახოთ ურთიერთგაცვლის მეტი გზა, რათა ჩვენს კულტურულ საგანძურსა და ხალხთა შორის მეტი დაახლოება მოხდეს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო სტუმრობისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები