შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ისლანდიის რესპუბლიკიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობას. მან ისლანდიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის.

გუდნი იოჰანესონის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ პატარა სახელმწიფოებმა საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლონ საერთო მიზნების მისაღწევად.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ინოვაციები, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, რომ ისლანდიამ დიდ წარმატებას მიაღწია წყლის ენერგიისა და გეოთერმული ენერგიის გამოყენების კუთხით.

ისლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი პოტენციალი წყლის ენერგიის გამოყენების მხრივ.

გუდნი იოჰანესონმა გამოხატა საქართველოსთვის ისლანდიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მზაობა.

უახლესი ამბები