ლევან ხაბეიშვილი - ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, პროდუქტებზე გაზრდილი ფასები აინტერესებთ, რადგან ყოველდღიურად ეხებიან ამას

ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლა იმის გამო, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს, – ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, პირველ რიგში, აინტერესებთ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები.

"პირველადი მოხმარების პროდუქტები, რაშიც ხუთი, ექვსი, შვიდი წლის წინ დიასახლისი გადაიხდიდა 55-60 ლარს, დღეს 109 ლარი დაუჯდა ადამიანს, რომელმაც ეს პროდუქტები შეიძინა. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, აინტერესებთ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, რადგან ყოველდღიურად ეხებიან ამას, რადგან ცეცხლის ფასებია მაღაზიაში, მარკეტებსა და ბაზარში. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა. მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლის და კითხვებზე, რომლებიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, ვალდებული არიან ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილის პარტია, პასუხი გასცენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები