ელისო კილაძე - ფეხებთან დავარდა ტყვია, ალბათ, გამაფრთხილებელი, შესაშინებელი გასროლა იყო

ფეხებთან დავარდა ტყვია, ალბათ, გამაფრთხილებელი, შესაშინებელი გასროლა იყო. ეს არის, სავარაუდოდ, გამოწვევა და შეშინება იმ ბრძოლაზე, რომელიც მე 2 კვირაა დავიწყე, - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელმა ელისო კილაძემ ყაზბეგის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელისო კილაძე აცხადებს, ყაზბეგის გამზირის 37 ნომერში, სავარაუდოდ, მისი და მეგობრის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"როგორც კი მანქანიდან გადმოვედით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ამ ცნობილი გამოძიებების და მოვლენების შემდეგ, მუდმივად ჩემთან ერთადაა, მაშინვე ერთი საეჭვო პირი გვერდით ამოგვიდგა, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებოდა ორივეს. მერე გადაჭრა გზა და გადავიდა მეორე მიმართულებით. 

მე შევედი სალონში და დაახლოებით 10-15 წუთში გასროლა მოხდა, ჩემი მეგობრის მისამართით, რომელიც გარეთ იდგა და მელოდებოდა. როგორც ვიცი, პირველადი მონაცემებით, სანადირო თოფით მოხდა გასროლა. ეს არის, სავარაუდოდ, გამოწვევა და შეშინება იმ ბრძოლაზე, რომელიც მე 2 კვირაა დავიწყე. ფეხებთან დავარდა ტყვია. ალბათ, გამაფრთხილებელი, შესაშინებელი გასროლა იყო.

ძნელი არ უნდა იყოს ამ პირის დადგენა, თუ ვისი მხრიდან მოხდა გასროლა, რადგან 112-ის კამერებია, ჭკვიანი კამერებია. ტყვია, რომელიც მან ნახა, გადავეცით გამოძიებას შეფუთულ მდგომარეობაში და ეს არის შორ მანძილზე არა, დაახლოებით 70-80 მეტრის რადიუსშია ნასროლი", - განაცხადა ელისო კილაძემ.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feliso.kiladze%2Fposts%2Fpfbid02SdzcVGJufzshhUUzegjBCsxhbuyh32wZWQYBVXnBNLeGv9C2DDQfzdKAa2axtn8Tl&show_text=true&width=500" width="500" height="560" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>