მაია ბითაძე "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კანონპროექტის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

უწყებებმა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინეს, როგორც "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან,  ასევე მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტში დამუშავდება და შესაბამისად,  კანონპროექტში აისახება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები