გიორგი ბოტკოველი - პირდაპირ დასცინიან ქვეყნის მოსახლეობას და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის

ჩვენ ყველამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ და დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა, რომელიც რეალურად ყოველდღიურად ზრდის ქვეყანაში ფასებს პროდუქტებზე, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართული არიან საკუთარი თავების გამდიდრებისთვის და არა ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. 

"ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და  ვისმენთ განცხადებებს, სადაც პირდაპირ დასცინიან ქვეყნის მოსახლეობას და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ხალხი უკეთესად ცხოვრობს, მცირდება სიღარიბე, თუმცა რეალობა სულ სხვაა.  

ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის კარის ბიზნესმენთან, სადაც საუბარი იყო ფქვილზე და ქვეყანაში პურის ფასზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარეობს მიზანმიმართული საქმიანობა საკუთარი თავების გამდიდრებისთვის და არა რეალურად ზრუნვა ქვეყნის მოსახლეობისთვის და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის. 

მთავარი გამოსავალი არის სწორედ ერთ რამეში - ჩვენ ყველამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ და დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა, რომელიც რეალურად ყოველდღიურად ზრდის ქვეყანაში ფასებს პროდუქტებზე, უბიძგებს მოსახლეობას, რომ წავიდნენ ემიგრაციაში და ზრდის ფასებს, რომელი ფასებიც ყოველდღიურად პრობლემას უქმნის და უქმნის მოსახლეობას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები