იაგო ხვიჩია - უაზრო კანონებზე ვეტოების დადება და მერე მოხსნა არის ე.წ. დამპლური თამაშები ქართველ ხალხთან

უაზრო კანონებზე ვეტოების დადება და მერე მოხსნა არის "ქართული ოცნების" და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ე.წ. დამპლური თამაშები ქართველ ხალხთან. მათ მაგივრად მრცხვენია, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმებული არიან უაზრო კანონებზე ვეტოს დადებას და მერე ამ ვეტოს დაძლევაზე.

"უაზრო კანონებზე ვეტოების დადება და მერე მოხსნა არის "ქართული ოცნების" და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ე.წ. დამპლური თამაშები ქართველ ხალხთან. მე როგორ მივიღო ამაში მონაწილეობა, მათ მაგივრად მრცხვენია ამას, რომ აკეთებენ. 

დაძლევენ ამ ვეტოს, ეს თავიდანვე შეთანხმებული ამბავია, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაადოს ვეტოები ისეთ უაზრო კანონებზე, რომელიც არავის აინტერესებს და მერე "ქართულმა ოცნებამ", როგორც ჭეშმარიტმა, ძლიერმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ვეტო უნდა დაძლიოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ საარჩევნო რეფორმის კანონს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომლის დაძლევასაც მმართველი გუნდი აპირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები