რომან გოცირიძე - ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე. "ქართულმა ოცნებამ" თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება და არა რეკომენდაციების შესრულება.

"იმის ნაცვლად, რომ დღეს არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას კი თავისი დასკვნა და ისეთ კანონს იღებენ, რომელიც პირდაპირ მორგებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებზე, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება ოპოზიციისა და პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე.

ფაქტობრივად, ეს  არის გზავნილი ევროკავშირისადმი, რომ ისინი არ აპირებენ ისეთი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც თუნდაც იოტისოდენად შეარბილებს ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს და რომ მათთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყანაზე ზრუნვა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე", - განაცხადა რომან  გოცირიძემ.

იურიდიულ საკითხთა  კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატან  ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს მხარი არ დაუჭირა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილმა 5 მარტს ვეტო დაადო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები