სერგო ჩიხლაძე - სტოლტენბერგის ვიზიტი არის სერიოზული გზავნილი ჩვენი პარტნიორებისგან

სტოლტენბერგის ვიზიტი არის სერიოზული გზავნილი ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან ჩვენს დასახმარებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ Front News-თან პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ნატოსა და ევროკავშირისკენ ნაბიჯების გადადგმას არ ელოდება.

"სტოლტენბერგის ვიზიტი არის სერიოზული გზავნილი ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან ჩვენს დასახმარებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. სტოლტენბერგის განცხადებაც ამისკენ იყო მიმართული და ჩვენი მოტივი კიდევ ერთხელ უნდა იყოს ევროკავშირში და ნატოს ალიანსში გაწევრიანება, ეს ჩვენი უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია და იმისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რაც ამ გარანტიებს გვაძლევს.

ამ ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, ნაბიჯები არ გადაიდგმება არც ნატოსკენ და არც ევროინტეგრაციისკენ, ამის ილუზია არ მაქვს, მაგრამ ობიექტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო გახდება როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის და ყველა იმ სტრუქტურის წევრი, რაც საქართველოს მოუტანს ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები