პაველი - ევროპა შეძლებს საკმარისი საბრძოლო მასალის წარმოებას საკუთარი თავისთვის და უკრაინისთვის

უახლოეს მომავალში ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა - როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოებას დრო და თავდაცვის საწარმოების შესაძლებლობების გაზრდა სჭირდება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა ესაჭიროება ჭურვები და წარმოების მოლოდინის დრო არ არის.

"ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ ვიპოვოთ საბრძოლო მასალა, სადაც შეგვიძლია. მივაწოდოთ იგი უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვზრდით საკუთარ შესაძლებლობებს", - განაცხადა პაველმა.

ის ასევე ელის, რომ ევროპა მალე შეძლებს "საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის" წარმოებას.

"უახლოეს მომავალში, ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო მასალები, თუ მას ეს ახლო მომავალში მაინც დასჭირდება", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.