რომან გოცირიძე - "ქართულმა ოცნებამ" განაახლა მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია აშშ-თან

"ქართულმა ოცნებამ" განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია ამერიკის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ამერიკამ საკუთარი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს დახმარების სახით გაუწია 5 მლრდ დოლარზე მეტი. 

"ქართულმა ოცნებამ" გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია, ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს ზედ გულში დაუმიზნა. 

ძალიან სასაცილო იყო გუშინდელი ანტიამერიკული კამპანიის გამოცხადება, რომელიც პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაახმოვანა სპეციალური ბრიფინგით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მხარი აუბა. თურმე რა პრეტენზია აქვთ ამერიკასთან, რატომ არ არის უვიზო რეჟიმი? რატომ არ არის ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა? რატომ არ დაფრინავს ამერიკაში საქართველოდან პირდაპირ თვითმფრინავი? მერე "საუკეთესო მეგობრის" მაგალითიც დაასახელა, აგერ ჩინეთთან ხომ გვაქვს ყველაფერი ეს.  

მხოლოდ ამერიკამ საკუთარი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს დახმარების სახით გაუწია 5 მლრდ დოლარზე მეტი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები