იაგო ხვიჩია - როცა ადამიანები უპერსპექტივობას ხედავენ, მიდიან, მექსიკაში კი არა ყველგან წახვალ, ოღონდ უიმედობას თავი დააღწიო

როცა ადამიანები უპერსპექტივობას ხედავენ, მიდიან, მექსიკაში კი არა ყველგან წახვალ, ოღონდ უიმედობას თავი დააღწიო, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია მმართველ გუნდს კითხვით მიმართავს, თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას არ ტოვებდნენ.

"ერთადერთი საფრთხის მომგვარებლები არიან სინამდვილეში, რომ "ნაცები" არ მოუშვან თანამდებობაზე, მარტო ამ საფრთხის მოგვარება შეუძლია "ქართულ ოცნებას“.

ცხადია, როცა ადამიანები უპერსპექტივობას ხედავენ, მიდიან, მექსიკაში კი არა ყველგან წახვალ, ოღონდ უიმედობას თავი დააღწიო. 

მინიმუმ, შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ მექსიკის საზღვარზე არ უწევდეს შენს მოქალაქეს დგომა? ამდენი წელი გქონდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩხუბისა, ლანძღვა-გინების, კრიტიკისა და იმისა, რომ ქალი ქალად არ მოიხსენიოთ, კაცი კაცად, ამ სისულელეების ნაცვლად, ხომ შეიძლება მართლა სისტემურად გემუშავა ამდენი ხნის განმავლობაში და საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონოდა საჭიროება, რომ მექსიკის საზღვართან დამდგარიყო და ამაზე მიგემართა დიპლომატიური მცდელობები და ახლა რომ აშანტაჟებ, მანამდე რას აკეთებდი?!" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები