ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენების შესახებ იმსჯელებენ. 

ქართული მხარე შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების და უკანონო "ბორდერიზაციის" საკითხებს განიხილავს.

"განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის კუთხით პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე კი 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები.

რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე, დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა.

გარდა აღნიშნულისა, დადგება საკითხი და მოვიკითხავთ რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე, არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები