ვახტანგ გომელაური - საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის  თანამშრომლებს, 2023 წელს ტრენინგი პოლონეთში ჩაუტარდათ. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია და დეპარტამენტმა ექსპერტიზის 12 ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის (ISO-ს) მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.გარდა ლაბორატორიების აკრედიტაციისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა განაცხადის შეტანა შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც გულისხმობს დანაშაულის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობას. დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებებში მოხდა ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.დეპარტამენტმა შეიძინა 10 დაქტილოსკოპიური სკანერი პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც განთავსდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების 10 იზოლატორში, რითაც შესაძლებელია, იზოლატორში შეყვანილი პირის ადგილზე დაქტილოსკოპირება,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები