ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით

ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

"ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერის და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი ამოქმედდა, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მექანიზმი ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტში.  ადამიანის უფლებების დეპარტამენტმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გასულ წელს არაერთი საინფორმაციო კამპანია თუ აქტივობა განახორციელა“,- განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები