ბორჯომში დღის ცენტრ "თებეს“ ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით დღის ცენტრ "თებეს“ ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.

"თებეს" ბენეფიციარები აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით წარდგნენ.

მათთვის განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ანიმატორები ზრუნავდნენ, მოეწყო ილუზიონისტების და გიგანტი საპნის ბუშტების შოუ.

ღონისძიებას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაეროს ეგიდით, 2011 წლიდან აღინიშნება. ყოველ წელს ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა გზავნილით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები