პარლამენტმა იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლის, იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პარლამენტი უფლებამოსილია იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.

მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნის გამო შეუწყდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები