ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას; აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებისა და საქართველოში ნატოს ალიანსის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაგრძელდა, ტერიტორიაზე განთავსდა მოძრავი საელჩო, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში განსახორციელებელ პროგრამებს და პროექტებს.

ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად 2 წლის ვადით აირჩა. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატოს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი ამოცანაა საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები