ჰერჩინსკი - ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია

ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. მე მხოლოდ შემიძლია გიბიძგოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს თავისუფალი, სამართლიანი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი პროგრამა, რომ ჩაატარონ კამპანია. მხოლოდ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესით გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში.

ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე.

ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები