უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 436 750 (+990) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.03.24-მდე: ტანკები - 6876 (+24), ჯავშანტექნიკა - 13 158 (+28), საარტილერიო სისტემები - 10 855 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1018 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 723 (+0), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 8510 (+47), ფრთოსანი რაკეტები - 1992 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 14 407 (+63), სპეციალური ტექნიკა - 1778 (+10).