ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა იმისა, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი

სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეებს სურთ, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, ამისათვის მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

"150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა, რომ მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი. საქართველოს მოქალაქემ კარგად ნახა ის გმირული მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტ სააკაშვილმა, როცა გადადგა ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ცვლილებები, შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს საქართველოს მოქალაქისადმი ჩვენ ვხედავთ, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას დაბალი ანაზღაურების, უმუშევრობის, გაჭირვების, ფასების გაძვირების გამო და ყველას უნახავს თუ როგორ შეუძლია ჭაობიდან გამოყვანა ამ ქვეყნის პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს ერთხელ მან უკვე გააკეთა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და ის გმირობა, რომელიც ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილმა, როცა მან საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება გადადო საკუთარი ქვეყნისთვის. 

დღეს ეს ხელმოწერები უკვე ჩავა დედაქალაქში და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები