პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - ეს არის უპატივცემულობის გამოხატულება და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო დაიბარა, თუმცა დიპლომატმა დეპარტამენტში მიწვევა უგულებელყო, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან“, - განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლება ანდრეევის საქციელთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატთან. ეს უნდა იყოს საზოგადოების კოორდინირებული გადაწყვეტილებები, რადგან ეს არის მთელი პოლონეთის სახელმწიფოს პასუხი", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

კოსინიაკ-კამიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯები უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. მისი აზრით, ელჩის გადაწყვეტილება იყო "სრულიად არასწორი“.

”ეს არის უპატივცემულობის გამოხატულება და ჩვენ არ შეგვიძლია ამის მიმართ გულგრილი ვიყოთ”, - განაცხადა მან კრემლის დიპლომატის სიტყვებზე, რომელმაც განმარტა, რომ მას არ წარუდგინეს რუსული რაკეტის მტკიცებულება.

უკრაინაზე მასიური თავდასხმების დროს რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე არაერთხელ აღმოჩნდნენ. ბოლოს ასეთი შემთხვევა 24 მარტს დაფიქსირდა, რის გამოც რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, თუმცა ის არ მივიდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები