მიხეილ სადრაძე - დასაკითხთა შორისაა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილიც, ყველა პირი დაიკითხება საერთო წესების დაცვით

დასაკითხთა შორისაა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილიც, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება ხოლმე სასამართლოში დაკითხვა, - ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული გარემოებიდან გამომდინარე ჯერ საკითხზე ექსპერტიზის დასრულებაა საჭირო.

"გარემოება არის ის, რომ ამ საკითხზე უნდა დასრულდეს ექსპერტიზა, ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი. 

აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებული არის სასამართლოში დასაკითხთა სიაში, მათ შორისაა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილიც, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება ხოლმე სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. 

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები