გიორგი გახარია - ბიძინა იძლევა დავალებებს, ჩემს დროს, ასე არ მუშაობდა

მშიშარა პატარა ბიჭების დარქმევასაც აზრი არ აქვს, ამათ უთხრა, რომ პარტიას კი არა, მე ვიღებ ჩემს თავზე პრემიერ-მინისტრობის წარდგენის უფლებასო, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ დროს, როცა თავად გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, მსგავს ბრძანებებს არ იძლეოდა.

"ბიძინა იძლევა დავალებებს, ჩემს დროს, ასე არ მუშაობდა. ბიძინას შეიძლება ეთქვა, რომ მე ვთვლი, რომ ასე უკეთესი იქნება. მაგალითად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე კი არ იყო, პარტიის თავმჯდომარე იყო, რომლის ხელმოწერითაც მე ვიყავი წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს ცირკი იყო, რომ ადამიანი ვითომ დაბრუნდა, ვითომ სადმე წასული იყო. მშიშარა პატარა ბიჭების დარქმევასაც აზრი არ აქვს, ამათ უთხრა, რომ პარტიას კი არა, მე ვიღებ ჩემს თავზე პრემიერ-მინისტრობის წარდგენის უფლებასო. საპატიო თავმჯდომარე, ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად, ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. ეს სხვა განზომილებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები