შოთა თუთბერიძე - დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურამ გააუქმოს გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს. მათი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ გააუქმოს გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით.  ასევე, შალვა თათუხაშვილის მამა გოგი თათუხაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ, რათა მასალებს სრულად გაეცნოს. 

უფლებადამცველის თქმით, გამოძიების დაწყებას არანაირი შემაფერხებელი გარემოება არ ახლავს.

"შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან უკვე 10 წელი გავიდა, თუმცა დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც მიანიშნებენ იმისკენ რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ გარდაცვალების შემთხვევასთან, არამედ, შესაძლო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან და შესაძლო მკვლელობასთანაც კი.

ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის ის, რომ თავის დროზე სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ არის დადგენილი ჯეროვანი გამოკვლევის შედეგად სიკვდილის ზუსტი მიზეზი. ბუნებრივია, ერთი შეხედვითაც საეჭვო გარემოებები იკვეთებოდა, მათ შორის ის, რომ როგორ შეიძლება დაცვის სპეციალური ღონისძიების ქვეშ მყოფი პირი ასე უბრალოდ, შემთხვევით გარდაიცვალოს. ეს ბევრ კითხვას აჩენდა, ხოლო ამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მისი გარდაცვალება არ გამოუწვევია იმ მიზეზებს მხოლოდ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დროზე დაადგინა. ის ინდიკატორები, ის შედეგები რაც გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გაასაჯაროვა, ამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგება ეჭვქვეშ, მათ შორის ალკოჰოლის შემცველობა სისხლში, ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ მაიორ თათუხაშვილს ჰქონდა სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები მიყენებული და ამ დაზიანებების ხარისხი, ადგილმდებარეობა და მიყენების მექანიზმები აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ განხორციელდა მის მიმართ წამება ან არაადამიანური მოპყრობა.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურამ გააუქმოს გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, მეორე ეს არის, რომ გოგი თათუხაშვილს მიეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლილის სტატუსი", - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

პროკურატურის ცნობით, შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს, მან ჩვენება მისცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას წინააღმდეგ. 

შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

ოჯახის წევრების და ადვოკატის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პროკურატურის გამომძიებლების მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. პროკურატურის ვერსიით კი, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად განვითარდა.

მსგავსი სიახლეები