უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში ომში დაღუპული  ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 22 მარტს, ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან აფეთქებას ემსხვერპლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

48 წლის თენგიზ ჭანია მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა.

თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების "აზოვის" პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.

უახლესი ამბები