ალეკო ელისაშვილი - ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონს პარლამენტში ხმაური მოჰყვა. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა განაცხადეს, რომ ეს "რუსული კანონია", რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.  

"ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა. ფოცხი არის ასეთი რამ - სასოფლო-სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი მოგხვდება. "ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა. ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება. ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი "ფარა" და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს. იგივე კანონი შარშანაც დააინიცირეს, თუმცა საპროტესტო აქციების გამო, გაიწვიეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები