სალომე სამადაშვილი - აუცილებლობად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და მეგრელიშვილმაც დღესვე

აუცილებლობად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს, - ასე მიმართა პარტია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტია "გირჩის" წევრ სანდრო რაქვიაშვილს.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართველ ქალებს პარლამენტში ებრძვიან უმრავლესობის წევრები.

"ქართული ოცნების" ქალთა სიძულვილის ნიშნით შერჩეული ქვედანაყოფის წარმომადგენელს მივმართავ კითხვით, რომელიც ახლა ტრიბუნასთან დგას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას შემდეგ კითხვაზე, ამ პარლამენტში ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არათუ დაჩქარებული წესით, საერთოდ არ შედის დღის წესრიგში, ქალების სიძულვილის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინეთ, რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაჩქარებული წესით მიიღება ამ პარლამენტში? თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან უმრავლესობის წევრები. თქვენ უმრავლესობის ნაწილი ხართ უკვე ბატონო სანდრო, უმრავლესობის ქვედანაყოფი ხართ. ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან ქართველ ქალებს ამ დარბაზში თუ არა? მე მაგალითად, აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები