ფარახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ფარახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (II-IIIეტაპი) აქტიურად მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ფარახეთის ადმინისტრაციული ერთეულში იმყოფებოდა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს სოფელ ფარახეთის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობას.

სამუშაოებს შპს "ამბროლაურიგზა 10" ასრულებს, პროექტის ფარგლებში იგეგმება 1700 მეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები