ონში სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის და მისი პროგრამების შესახებ. გაეცნენ სახელმწიფო სერვისებს, დასაქმებისა და კარიერული გაძლიერების შესაძლებლობებს, რომლებსაც სააგენტო მათ სთავაზობს.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პასუხები.

სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებლებს სხვადასხვა სფეროებიდან მიმდინარე ვაკანსიები შესთავაზეს და მსურველები ადგილზე დაარეგისტრირეს სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ინფორმაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო.

უახლესი ამბები