შალვა პაპუაშვილი - ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს

"ენჯეოებმა“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება.

"ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ ენჯეოების რესურსების გამოყენებით. ამიტომ ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა“, რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის განმეორება უცხოური დაფინანსებით ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები