პაპუნა ჯანელიძე - რუსეთი იცავს “ქართული ოცნების” ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა

ევროკავშირი, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი კი იცავს ამ ნაბიჯს, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას.

“ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს “ქართული ოცნების” ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა”, – წერს ჯანელიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები